Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა ჰოკეისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვეს


საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დივიზიონში, ექვს გუნდს შორის. ამ წარმატების შედეგად, ქართველმა ჰოკეისტებმა მეორე დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვეს. კეიპტაუნში გამართულ შეჯიბრებაზე საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა თავიდანვე დაამარცხა ფავორიტები, თურქეთის (6:2) და ბულგარეთის (5:3) ნაკრებები. გაცილებით იოლად აჯობეს ჰონგ კონგს - 11:1. ბოლოსწინა ტურში ჩემპიონატის მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან 2:4 წააგეს, მაგრამ მესამე დივიზიონის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში ამ წარუმატებლობამ ხელი ვერ შეუშალათ. დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ჩინეთის ტაივანი დაამარცხა ანგარიშით, 11:2.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG