Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტი შეშფოთებულია შექმნილი ვითარებით


არმენ სარქისიანი
არმენ სარქისიანი

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა განაცხადა, რომ უფლებამოსილების ფარგლებში ცდილობს ყველაფრის გაკეთებას ქვეყანაში შექმნილი შემაშფოთებელი ვითარების მოსაგვარებლად. სარქისიანის თქმით, დიალოგის და მოლაპარაკებების გზით შესაძლებელია ყველა პრობლემის მოგვარება. „ეს არის ჩემი მოწოდება. ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ ერთად უნდა გადავჭრათ ნებისმიერი პრობლემა მიუხედავად ხანდაზმულობის ვადისა. ცხოვრება გრძელდება და ჩვენი ფასეულობები უნდა დავიცვათ“ - განაცხადა 23 აპრილს პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა. მან ხაზი გაუსვა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, რომელიც 24 აპრილს აღინიშნება. „ეს არის არა მხოლოდ ეროვნული გლოვის, არამედ ერთიანობის დღეც და მსოფლიოს წინაშე ცალცალკე არ უნდა წარვდგეთ“ - განაცხადა პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა. სომხეთში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ხალხმრავალი საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრის, სერჟ საქისიანის გადადგომის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG