Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ბათუმში ისაუბრა რუსეთის ჰიბრიდულ ტაქტიკაზე


პაოლო ალი
პაოლო ალი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის განცხადებით, რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და ანექსირებული აქვს ყირიმი, რაც ნაწილია რუსეთის მცდელობისა, შეუტიოს მის საზღვართან მდებარე ქვეყნების სუვერენიტეტს. 23 აპრილს, ბათუმში, როუზ-როსის სემინარზე გამოსვლისას პაოლო ალიმ აღნიშნა, რომ კრემლი ჰიბრიდულ ტაქტიკას იყენებს, რათ ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ სისტემებს, შეაჩეროს მეზობლების ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და უთანხმოება დათესოს მოკავშირეებს შორის. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსეთის განზრახვასაც, თავისი ადგილი მოძებნოს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში. პაოლო ალის თქმით, კრემლის ამ ქმედებებს გამანადგურებელი შედეგები მოჰყვა სირიაში, სადაც რუსეთი ასადის რეჟიმთან და ირანთან თანამშრომლობს. „ალიანსის წინაშე რთული ამოცანა დგას - ერთი მხრივ, წინ უნდა აღუდგეს რუსეთის რევიზიონიზმს და ამავე დროს, უნდა დაამშვიდოს მოკავშირები და ხელი შეუწყოს სტაბილურობას ავღანეთიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე, ბალკანეთში, კიბერსივრცეში... უსაფრთხოების მიმართ 360 გრადუსიანი მიდგომა მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას, მაგრამ ნატოს ბოლო სამიტებმა დაადასტურა, რომ ალიანსი ამაში ბოლომდეა ჩართული და გამოწვევებს მთელი სერიოზულობით იღებს“ - განაცხადა პაოლო ალიმ. მისივე თქმით, ალიანსი მნიშვნელოვან რესურსებს გამოყოფს, რათა უპასუხოს მნიშვნელოვან გამოწვევებს და ამას ნატოს მომავალი, ბრიუსელის სამიტიც დაადასტურებს.

XS
SM
MD
LG