Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლ ფაშინიანი ციხიდან გამოუშვეს და ის ისევ შეუერთდა დემონსტრანტებს


ერევანი, 2018 წლის 23 აპრილი: ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი დემონსტრანტებს შორის მას შემდეგ, რაც ერთი დღით იყო დაკავებული
ერევანი, 2018 წლის 23 აპრილი: ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი დემონსტრანტებს შორის მას შემდეგ, რაც ერთი დღით იყო დაკავებული

სომხეთში საპროტესტო გამოსვლების ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი, ისევ შეუერთდა დემონსტრანტებს მას შემდეგ, რაც ის ციხიდან გამოუშვეს. ფაშინიანი 22 აპრილს ერევანში დააკავეს - ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც ჩაიშალა მოლაპარაკება მას და პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანს შორის. ერევანში უკვე 11 დღე გრძელდება საპროტესტო გამოსვლები. დემონსტრანტები მოითხოვენ გადადგეს პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი, რომელიც პრემიერის პოსტზე დაინიშნა პრეზიდენტის რანგში ათწლიანი მუშაობის შემდეგ. მთავრობის ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს ცვლილება სარგსიანს ფაქტობრივად უვადოდ ტოვებს ქვეყნის ლიდერის პოსტზე.

XS
SM
MD
LG