Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილს პირველი განაჩენი ბელგიაში გამოუტანეს


ბრიუსელის სასამართლომ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა 2015 წლის ნოემბერში, პარიზში მომხდარი ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილ სალაჰ აბდესლამს. საფრანგეთის მოქალაქე, წარმოშობით მაროკოელი აბდესლამი პარიზში განხორციელებული თავდასხმებიდან ოთხ თვეში, 2016 წლის მარტში, ბრიუსელში დააკავეს. მას ბრალად ედება ბელგიის პოლიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა და მკვლელობის მცდელობა. ბრიუსელის სასამართლოში განაჩენის გამოცხადებას სალაჰ აბდესლამი არ დასწრებია. ის საფრანგეთის საპატიმროში იმყოფება. 2015 წლის ნოემბერში, პარიზში მომხდარი თავდასხმების შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა. გამოძიება ამ დრომდე გრელდება.

XS
SM
MD
LG