Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი


რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, გადადგა სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი, რითაც შეასრულა ერევანში 13 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა. სარგსიანი პრემიერის პოსტზე დაინიშნა პრეზიდენტის რანგში ათწლიანი მუშაობის შემდეგ. მთავრობის ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს ცვლილება სარგსიანს, ფაქტობრივად, უვადოდ ტოვებდა ქვეყნის ლიდერის პოსტზე. სარგსიანის გადადგომამდე გავრცელდა ინფორმაცია სომხეთში საპროტესტო გამოსვლების ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის ციხიდან გამოშვების შესახებ. ფაშინიანი 22 აპრილს ერევანში დააკავეს - ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც ჩაიშალა მოლაპარაკება მას და სერჟ სარგსიანს შორის.

XS
SM
MD
LG