Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების ალტერნატივა არ არსებობს


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების ალტერნატივა არ არსებობს და შეთანხმება უნდა დაიცვას ყველამ, ვინც მას ხელი მოაწერა. ირანმა 2015 წელს მოაწერა ხელი შეერთებულ შტატებთან, რუსეთთან, ჩინეთთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან შეთანხმებას, რომელიც ზღუდავს თეირანის ბირთულ პროგრამას მის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელ ხელმომწერებს მისცა ვადა 12 მაისამდე შეთანხმების „საშინელი ხარვეზების“ გამოსასწორებლად. ის იმუქრება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი კვლავ აამოქმედებს ირანის საწინააღმდეგო სანქციებს. პესკოვმა 23 აპრილს განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელეფონით ისაუბრეს და გაიზიარეს მოსაზრება, რომ შეთანხმება ძალაში უნდა დარჩეს.

XS
SM
MD
LG