Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევმა და კარაპეტიანმა ტელეფონით ისაუბრეს


დმიტრი მედვედევი და კარენ კარაპეტიანი
დმიტრი მედვედევი და კარენ კარაპეტიანი

სატელეფონო საუბარი გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, კარენ კარაპეტიანსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრს, დმიტრი მედვედევს შორის. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ინიციატივით გამართული სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს სომხეთში განვითარებული მოვლენები და რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების საკითხები. მთავრობის პრესსამსახურის ცნობითვე, მედვედევმა მხარდაჭერა გამოუცხადა მეგობარ სომეხ ხალხს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შექმნილი სიტუაცია არ გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას კარენ კარაპეტიანი და დმიტრი მედვედევი შეეხნენ „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციული ურთიერთქმედების თემასაც.“ კარაპეტიანი 2000 წლის დასაწყისიდან საქმიანობდა რუსული ენერგოკორპორაციის,„გაზპრომის“ რამდენიმე შვილობილ კომპანიაში. სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა ვიცე-პრემიერ კარაპეტიანს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულება 23 აპრილს დაავალა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა ამ თანამდებობაზე პარლამენტის მიერ 17 აპრილს არჩეულმა სერჟ სარგსიანმა. მისი გადადგომის მოთხოვნით სომხეთში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მრავალათასანი საპროტესტო აქციები.

XS
SM
MD
LG