Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთს ახალი "პრემიერ-მინისტრი" ჰყავს


აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის შენობა სოხუმში
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის შენობა სოხუმში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა ბესლან ბარციცი და მის ნაცვლად გენადი გაგულია დანიშნა. ხაჯიმბას მიერ 24 აპრილს ხელმოწერილი განკარგულებით, მთავრობის წევრები მოვალეობას შეასრულებენ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განკარგულებაში ბარციცის გათავისუფლების მიზეზად დასახელებულია სხვა სამსახურში მისი გადასვლა. ბარციცი დე ფაქტო მთავრობას 2016 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობდა. ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრად დანიშნული გენადი გაგულია ვლადისლავ არძინბას მმართველობის პერიოდში ორჯერ იყო დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

XS
SM
MD
LG