Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: ირანთან შეთანხმება უნდა შენარჩუნდეს


ირანთან მოქმედი ამჟამინდელი შეთანხმება ეფექტიანად მუშაობს საიმისოდ, რომ თეირანმა არ შექმნას ბირთვული იარაღი და შეთანხმება არ უნდა გაუქმდეს - განაცხადა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ 25 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის და საფრანგეთის ლიდერები გამოვიდნენ ახალი შეთანხმების შესახებ მოწოდებით. 24 აპრილს თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადეს, რომ სურთ ირანთან შეათანხმონ ახალი ხელშეკრულება, რომელიც გასცდება 2015 წელს მიღწეულ, საეტაპო მნიშვნელობის შეთანხმებას და რეგიონში უფრო ფართო პრობლემებს უპასუხებს. "ის, თუ რა შეიძლება სამომავლოდ მოხდეს, მომავალში გამოჩნდება. მაგრამ უკვე არსებობს ერთი შეთანხმება, ის მუშაობს, და ის უნდა შენარჩუნდეს" - განაცხადა მოგერინიმ. შეთანხმებამ, რომელიც ირანმა 2015 წლის ივნისში გააფორმა აშშ-სთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, რუსეთთან, ჩინეთთან და გერმანიასთან, შეზღუდა ირანის ბირთვული პროგრამა, ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. ირანი აცხადებს, რომ არ სურს ბირთვული იარაღის შექმნა. ტრამპმა ევროპელ ხელმომწერებს 12 მაისი დაუწესა ბოლო ვადად, შეთანხმების, მისი თქმით "საშინელი ნაკლების" გამოსასწორებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აცხადებს, რომ აშშ ხელშეკრულებას პრაქტიკულად დატოვებს.

XS
SM
MD
LG