Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი აცხადებს, რომ ლტოლვილების ახალი ტალღის წინაშეა


თურქეთი აცხადებს, რომ წლის დასაწყისიდან ქვეყანაში შევიდა 30,000-მდე ავღანელი, რასაც შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ უწოდებს "ლტოლვილთა ახალ ტალღას". სოილუმ 25 აპრილს განაცხადა, რომ იანვრის შემდეგ თურქეთში შევიდა 29,899-მდე ავღანელი, მაშინ, როცა 2017-ში მთელი წლის მონაცემი იყო 45,259 ადამიანი - იუწყება სააგენტო "ანადოლუ". შსს მინისტრი ასევე ამბობს, რომ წელს ადამიანთა ტრეფიკინგის გამო დაკავებულია 1,328 ადამიანი. თურქეთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა ავღანეთის და აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ევროპაში ცდილობენ ჩასვლას. უფლებადამცველი ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშენალი" იუწყება, რომ აპრილის დასაწყისამდე თურქეთის მთავრობამ უარი უთხრა 7,100 ავღანელ მიგრანტს, რასაც ეს ორგანიზაცია აფასებს "დეპორტაციის თავზეხელაღებულ კამპანიად". ორგანიზაციის ცნობით, "ათასობით ადამიანი დაკავებულია, მათ ისე ექცევიან, როგორც დამნაშავეებს და არა როგორც ადამიანებს, რომლებიც კონფლიქტსა და დევნას გაურბიან".

XS
SM
MD
LG