Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი სახელმწიფო მდივანი ბრიუსელშია, ნატოს შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად


აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ბრიუსელში ჩავიდა, ნატოს მოკავშირეებთან ევროპაში რუსეთის აგრესიაზე სალაპარაკოდ - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ის ამ პოსტზე დაამტკიცეს. ყოფილ რესპუბლიკელ კონგრესმენს და არმიის ოფიცერს, რომელიც ბოლო 15 თვის განმავლობაში დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) დირექტორად მუშაობდა, მიიჩნევენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთ ყველაზე ახლო მოკავშირედ. ის პოსტზე დამტკიცებამდეც ჩართული იყო აშშ-ის დიპლომატიაში, თუმცა ევროპელ მოკავშირეებთან ბრიუსელის შეხვედრა მისთვის პირველი იქნება სახელმწიფო მდივნის რანგში. ნატოს მინისტრების შეხვედრა მოამზადებს ივლისში დანიშნულ ლიდერების სამიტს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრაზე განიხილავენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, საქართველოსა და სირიაში, ისევე, როგორც გეგმებს გამყარდეს უსაფრთხოება ევროპის სამხრეთ საზღვრებთან. მოელიან, რომ პომპეო ალიანსის წევრებს სთხოვს გაზარდონ სამხედრო ბიუჯეტები. ნატოს შეხვედრის შემდეგ, პომპეო ჩავა საუდის არაბეთში, იორდანიასა და ისრაელში.

XS
SM
MD
LG