Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გაზპრომი" ხდება ოკუპირებულ ცხინვალში მდებარე შვილობილი კომპანიის სრული მფლობელი


რუსეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმების ხელმოწერას, რომლის თანახმად, კორპორაცია „გაზპრომი“ სულ მცირე 2 მილიარდ რუბლს დახარჯავს შვილობილი კომპანიის, „გაზპრომ-სამხრეთ ოსეთის“ მოდერნიზაციისა და ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის. შესაბამისი დოკუმენტი 26 აპრილს გამოქვეყნდა რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ვებპორტალზე. დოკუმენტის თანახმად, რუსული მხარე ხელს შეუწყობს სამხრეთ ოსეთის გაზიფიცირების გენერალური გეგმის რეალიზაციას ხუთი წლის განმავლობაში, სანაცვლოდ, ადგილობრივი მთავრობა რუსულ მხარეს მიჰყიდის „გაზპრომ-სამხრეთ ოსეთში“ თავის 25%-იან წილს და სიმბოლურად დაიტოვებს ერთი რუბლის ღირებულების ერთ სახელობით აქციას. შესაბამისად, რუსეთი, კერძოდ „გაზპრომი“ გახდება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდებარე კომპანიის და ინფრასტრუქტურის სრული მფლობელი. დოკუმენტში არ არის მითითებული რა თანხას გადაუხდის რუსეთი მის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობას „გაზპრომ-სამხრეთ ოსეთის“ აქციების 25%-ში.

XS
SM
MD
LG