Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუსკი კოსოვოს და სერბიას მოუწოდებს მეტი გააკეთონ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი კოსოვოს მოუწოდებს მეტი გააკეთოს სერბიასთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, რაც ხელს შეუწყობს მის საბოლოო ინტეგრაციას ევროკავშირში. "სერბიასან ურთიერთობის მასშტაბური ნორმალიზების და შეთანხმებების სრულად დანერგვის გარეშე, ვერ ვხედავ ევროკავშირთან ურთიერთობაში გარღვევის შესაძლებლობას" - განაცხადა ტუსკმა 26 აპრილს, კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. "ვიცი, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ მე მაინც ფრთხილ ოპტიმისტად ვრჩები" - დასძინა მან. ტუსკი ანალოგიური განცხადებებით გამოვიდა წინა დღესაც, სერბიის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან მოლაპარაკების შემდეგ - მან ხაზი გაუსვა, რომ კოსოვოსთან ნორმალური ურთიერთობის ქონა მნიშვნელოვანი პირობაა საიმისოდ, რომ სერბიას პროგრესი ჰქონდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. სერბიას სურს ევროკავშირში გაწევრიანდეს და თან შეინარჩუნოს ახლო კავშირები თავის ტრადიციულ მოკავშირესთან, რუსეთთან. ვუჩიჩმა ტუსკს უთხრა, რომ ბელგრადს სურს კოსოვოსთან მიმართებით კომპრომისს მიაღწიოს, და "ჩვენს შვილებს აღარ ჰქონდეთ ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვავს დღესო". კოსოვომ სერბიისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა და ეს ნაბიჯი აღიარა 116-მა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის 28 წევრიდან 23-მა. მაგრამ ბელგრადი უარს აცხადებდა კოსოვოს აღიარებაზე და მას კვლავ სერბიის პროვინციად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG