Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი: ირანმა სირიისთვის 80,000 შიიტი მებრძოლი მოამზადა


ირანმა სულ მცირე 80,000 შიიტი მებრძოლი მოამზადა და სირიის დედაქალაქთან ახლოს მდებარე ბაზაზე ამუშავებს "მომზადებისა და გადაბირების ცენტრს" - აცხადებს ისრაელის ელჩი გაეროში, დენი დანონი. ელჩმა 26 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს უთხრა, ირანმა ეს საწვრთნელი ცენტრი დამასკიდან დაახლოებით რვა კილომეტრის მოშორებით დააარსაო. ირანი, რუსეთთან ერთად, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მოკავშირეა სირიის შვიდწლიან ომში, რომელსაც ასი ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. დენონის თქმით, შიიტი ექსტრემისტები ამ ცენტრში იწვრთნებიან სირიასა და მთელ რეგიონში "ტერორის აქტების მოსაწყობად". ისრაელსა და ირანს შორის კონფრონტაციული რიტორიკა კიდევ უფრო მატულობს მას შემდეგ, რაც მიმდინარე თვეში სირიაში სამხედრო ბაზაზე განხორციელდა საჰაერო იერიში, რომელშიც თეირანი და მოსკოვი ისრაელს ადანაშაულებენ. იუწყებიან, რომ შეტევას ემსხვერპლა შვიდი ირანელი.

XS
SM
MD
LG