Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორები მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც დაიცავს რუსეთის საქმის სპეცპროკურორს


აშშ-ის სენატის კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც სამსახურიდან გათავისუფლებისგან უნდა დაიცვას რუსეთის საქმის საგანგებო პროკურორი, რობერტ მიულერი - იმ ფონზე, როცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ შესაძლოა ჩაერიოს გამოძიებაში, რომელიც ეხება კავშირებს მის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის. "აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარეობს კუდიანებზე ნადირობა" - უთხრა ტრამპმა ფოქს ნიუსს სატელეფონო ინტერვიუში 26 აპრილს და დასძინა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ იუსტიციის სამინისტროშიო. "დავიკავე პოზიცია - და ამის ველდებულება არ მაქვს, ამდენად შესაძლოა აზრი შევიცვალო - რომ არ ჩავერთვები იუსტიციის სამინისტროსთან. დავიცდი, სანამ ეს დასრულდება" - განაცხადა ტრამპმა, თუმცა იქვე აღნიშნა: "შესაძლოა რაღაც დროს ეს გადავიფიქრო, რადგან ის, რაც ხდება, სამარცხვინოა". თეთრმა სახლმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ტრამპს აქვს მიულერის მოხსნის უფლება და უფლებამოსილება. ეს ბოლო განცხადებები იყო ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მინიშნება, რომ შესაძლოა იმოქმედოს მიულერის ფართომასშტაბიანი გამოძიების შესაბოჭად ან დასასრულებლად. მიულერი იძიებს ცნობებს რუსეთის ჩარევაზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ორივე პარტიის კანონმდებლები აფრთხილებენ ტრამპს, რომ მიულერის გათავისუფლება შექმნის კონსტიტუციურ კრიზისს. 26 აპრილს სენატის იუსტიციის კომიტეტმა 14 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ორპარტიული კანონპროექტი, რომლის მიზანია მიულერის დაცვა სამსახურიდან უმიზეზოდ გათავისუფლებისგან.

XS
SM
MD
LG