Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი ევროპის ჩემპიონატს წინასწარი ეტაპიდან გამოეთიშნენ


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე დღესაც უმედლოდ დარჩა. ტელ-ავივში მიმდინარე ევროპირველობაზე დღეს საპრიზო სამეულები მამაკაცებში 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში უნდა გათამაშდეს. ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან ამ წონებში იჭიდავეს ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ევროპის ორგზის ფინალისტმა ნუგზარ ტატალაშვილმა (81 კგ), მაგრამ ორივე საწყის ეტაპზე დამარცხდა. შავდათუაშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო გერმანელ ვანდტკესთან, ტატალაშვილმა კი ერთი ეტაპი გაიარა და მეორე წრეში ბულგარელ ივანოვს ვერ აჯობა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ცხრა სპორტსმენით ჩავიდა. 26 აპრილს საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ). შეჯიბრების დასკვნით დღეს, 28 აპრილს, იჭიდავებენ: ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე 90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

XS
SM
MD
LG