Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი კორეის ლიდერებმა "ატომური იარაღისგან სრულად გათავისუფლების" პირობა დადეს


27 აპრილს გამართულ, ისტორიული მნიშვნელობის შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჩე-ინმა პირობა დადეს, რომ იმუშავებენ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან სრულად გასათავისუფლებლად. ამას იუწყება მათი ერთობლივი განცხადება. კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერია, რომელმაც ფეხი დადგა სამხრეთი კორეის ტერიტორიაზე, კორეის ომის დასრულების შემდეგ 1953 წელს. ლიდერების ერთობლივ განცხადებაში დაზუსტებული არ არის კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამს ჩრდილოეთ კორეა ატომური იარაღისგან გასათავისუფლებლად. განცხადების პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერით დაწერა, "კორეის ომი დამთავრდება! აშშ და მისი დიდებული ხალხი ძალიან უნდა ამაყობდეს იმით, რაც ახლა კორეაში ხდება"! ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე, ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ძალაში უნდა დატოვოს ჩრდილოეთი კორეისთვის დაკისრებული სანქციები მანამ, სანამ "კონკრეტული ცვლილებები" გამოჩნდება ფხენიანის ნაბიჯებში, და რომ ფხენიანზე ზეწოლა ჯერჯერობით არ უნდა შემცირდეს.

XS
SM
MD
LG