Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპასუხო ზომის სახით, სერბიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ხორვატიის თავდაცვის მინისტრს


სერბიამ შესაბამის შეტყობინებამდე ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ხორვატიის თავდაცვის მინისტრს, დამირ კრსტიჩევიჩს - რომელიც ვიცე-პრემიერის პოსტზეც მუშაობს - მას შემდეგ, რაც მანამდე ზაგრებმა გადადგა მსგავსი ნაბიჯი. სერბიის მთავრობამ კრსტიჩევიჩზე აკრძალვა 26 აპრილს შემოიღო და განაცხადა, რომ ეს არის "საპასუხო ზომა". 22 აპრილს ხორვატიამ განაცხადა, რომ სერბიის თავდაცვის მინისტრი, ალექსანდარ ვულინი არ იქნება სასურველი სტუმარი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი იასენოვაცის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა პატივსაცემ ღონისძიებაზე. ზაგრებმა ვულინს ბრალი დასდო ხორვატიის სუვერენიტისთვის ძირის გამოთხრაში, განცხადებით, რომ ხორვატიაში მისი ჩასვლის უფლება არ არის ხორვატიის მთავრობის გადასაწყვეტი საკითხი. გავრცელებულ განცხადებაში სერბიის მთავრობა ამბობს, რომ ხორვატიის ნაბიჯი მიმართული იყო "კარგი მეზობლური ურთიერთობების და ძირეულ ევროპული უფლებების, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების წინააღმდეგ". სერბიასა და ხორვატიას შორის კავშირები დაძაბული რჩება მას შემდეგ, რაც ხორვატიამ 1991 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა ყოფილი იუგოსლავიისგან - რასაც მოჰყვა ოთხწლიანი კონფლიქტი ბელგრადის მიერ მხარდაჭერილ ეთნიკურ სერბებთან.

XS
SM
MD
LG