Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს


ერგნეთი
ერგნეთი

ცხინვალის იზოლატორიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის მცხოვრები დავით ხუროშვილი გაათავისუფლეს და ის ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. დავით ხუროშვილი ახმაჯის ტყეში არასრულწლოვან შვილთან, ლევან ხუროშვილთან ერთად, "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ლევან ხუროშვილი წუხელ, ქვეშის მცხოვრებ სერგო დარბაიძესთან ერთად გაათავისუფლეს. დავით ხუროშვილის სასამართლო პროცესი კი ცხინვალში დღეს ჩატარდა და 2 000-რუბლიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. დავით ხუროშვილი ერგნეთიდან გამოსაკითხად შიდა ქართლის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG