Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები გაიმართება


28 აპრილს ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიაზე, 54–ე საარჩევნო ოლქში, საქართველოსპარლამენტის შუალედური არჩევნებიმაჟორიტარული საარჩევნო სისიტემით გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი 60 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც,ჯამში, რეგისტრირებულია 48 123ამომრჩეველი. საარჩევნო პროცესსდააკვირდება 20-მდე მედიასაშუალების 504 ჟურნალისტი, 26 ადგილობრივი ორგანიზაციის 721 დამკვირვებელი, 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 14 წარმომადგენელი და არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული დაკვირვების უფლების მქონე 461პირი. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველმა არჩევანი უნდა გააკეთოს 6 კანდიდატს შორის. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანებების, 1 კი საინიციატივო ჯგუფის მიერ. შუალედურ არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება „ ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატია იმერეთის ყოფილი გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მისი საარჩევნო ნომერი 41-ია. ბიულეტენში ნომერი 2–ია „ ევროპული საქართველო– მოძრაობა თავისუფლებისთვის“მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი უგულავა, ნომერი 17-ია „ საქართველოს“კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი , „ ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ქართველიშვილის, საარჩევნო ნომერია 21 და 23 ნომერიამამუკა ტუსკაძე, 54-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ახალი ქრისტიან დემოკრატებიდან“. მაჟორიტარი დეპუტატობისთვის საინიციატივო ჯგუფის სახელით იბრძოლებს ვასილ კოპალიანი. არჩევნებამდე 12 დღით ადრე რეგისტრაცია გაუუქმდა 6 საარჩევნო სუბიექტს და რეგისტრაციიდან მოიხსნა მაჟორიტარი დეპუტატობის სამი კანდიდატი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაბეჭდილი 44 ათასი ბიულეტენი გადასცა ვანისა და ხონის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებმაც, თავის მხრივ, ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ინვენტარი მიაწოდეს სააჩევნო უბნებს.ვანსა და ხონში კენჭისყრაში მონაწილე ხმის უფლების მქონე ამომრჩევლები მიიღებენ მხოლოდ ერთ ბიულეტენს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად. ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, უსინათლო ამომრჩევლისთვის -ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა, ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლისთვის კი - ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი, ფიზიკურად შეზღუდული ამომრჩევლებისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნები აღჭურვილია ხმის მიცემის სპეციალური კაბინებით.

ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმაგრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

XS
SM
MD
LG