Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმომადგენელთა პალატის ანგარიში: ტრამპის კამპანიას არ უთანამშრომლია რუსეთთან


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტმა წარმოადგინა საბოლოო ანგარიში რუსეთის მიერ 2016 წლის არჩევნებში ჩარევის თაობაზე, რომელშიც ასკვნის, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას არ უთანამშრომლია რუსეთთან. 27 აპრილს გავრცელებული, 250-გვერდიანი ანგარიში წარმოადგენს მორიგ ეტაპს მწვავედ გახლეჩილი კომიტეტის მიერ წარმოებულ გამოძიებაში, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ. კომიტეტის დემოკრატი წევრები დიდი ხანია აკრიტიკებენ რესპუბლიკელთა ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესს და რესპუბლიკელებს ადანაშაულებენ, რომ მათ სურთ ტრამპის დაცვა და აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურების ერთობისთვის ძირის გამოთხრა. რესპუბლიკელები კი აცხადებენ, რომ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები ზედმეტად პოლიტიზირებული გახდნენ. გარდა დასკვნისა, რომ ტრამპის სადაზვერვო კამპანიას არ უთანამშრომლია რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, პალატის ანგარიში ამბობს, რომ რუსეთმა მართლაც გამოიყენა ჰაკერული მეთოდები, კიბერთავდასხმები და ფეისბუკის მსგავსი სოციალური მედია, რათა აშშ-ის მოქალაქეებში დაბნეულობა და დაპირისპირება დაეთესა. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი თითქმის ათწლეულია აწარმოებს "საინფორმაციო ბრძოლას" დასავლეთის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG