Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაშნაკცუთიუნი ოპოზიციას მოუწოდებს ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანებისკენ


Armenia - ARF Dashnaktsutyun logo, undate
Armenia - ARF Dashnaktsutyun logo, undate

სომხეთის მმართველი კოალიციის ყოფილი პარტნიორი პარტია, დაშნაკცუთიუნი, ოპოზიციას მოუწოდებს ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანებისკენ პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის, იმ ფონზე, როცა პარლამენტმა 1 მაისს უნდა უყაროს კენჭი ახალ ლიდერს. დაშნაკცუთიუნის, იგივე სომხეთის რევოლუციური პარტიის განცხადება ორ დღეში მოჰყვა ამ პარტიის გამოსვლას მმართველი კოალიციიდან, რომელშიც ის მმართველი რესპუბლიკური პარტიის პარტნიორი იყო, მასობრივი დემონსტრაციების ფონზე, რომელიც აპროტესტებს რესპუბლიკური პარტიის მხრიდან ხელისუფლების ფლობას დიდი ხნის განმავლობაში. დაშნაკცუთიუნის რამდენიმე დეპუტატი ღიად უჭერს მხარს ოპოზიციის ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს და ქუჩაში მიმდინარე აქციებს, კაბინეტის პოსტებიდან გადადგა სამი მინისტრი ამ პარტიიდან. ამ ეტაპზე გაურკვეველია პარტია ამ განცხადებით თუ უჭერს მხარს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ფაშინიანს - რომელიც აცხადებს, რომ ის არის ერთადერთი ლეგიტიმური კანდიდატი.

XS
SM
MD
LG