Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა ქაბულში მომხდარი თავდასხმები სამხედრო დანაშაულად შეაფასა


აფეთქების ადგილი ავღანეთის მშენებლობის სამინისტროსთან. 2018 წლის 30 აპრილი
აფეთქების ადგილი ავღანეთის მშენებლობის სამინისტროსთან. 2018 წლის 30 აპრილი

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ ქაბულში მომხდარი ტერაქტი ეწინააღმდეგება ისლამურ ფასეულობებს და ადამიანის უფლებებს. აშრაფ ღანიმ სამხედრო დანაშაულის კონკრეტული მაგალითები უწოდა სამოქალაქო პირებზე, ჟურნალისტებსა და მეჩეთებში მორწმუნეებზე თავდასხმებს. ავღანეთში ნატოსა და აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა განაცხადა, რომ მტკიცედ გმობენ ქაბულში მომხდარ ლაჩრულ თავდასხმებს, რომლებსაც ემსხვერპლნენ უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები. ამერიკელი გენერლის განცხადებითვე, მსგავსი ქმედება კიდევ უფრო განამტკიცებს ავღანელი ხალხისადმი ერთგულებას და ავღანეთის მტრები ვერ გაიმარჯვებენ. 30 აპრილს, ქაბულის ცენტრში თავი აიფეთქა ორმა თვითმკვლელმა. დაიღუპა სულ მცირე 29 ადამიანი, მათ შორის რადიო თავისუფლების სამი ჟურნალისტი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო „ისლამურმა სახელმწიფომ.“

XS
SM
MD
LG