Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალურად დაასახელეს სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად


ნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციამ „ელკ“-მა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინა ფრაქციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა. დეპუტატმა, არარატ მირზოიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის არჩევას სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებიც. 30 აპრილს, ფაშინიანი შეხვდა სიდიდით მეორე ფრაქციის, „ცარუკიანის“ წევრებს. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია ერთხმად დაუჭერს მხარს სომხეთის პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის არჩევას. სომხეთის 105-წევრიან პარლამენტში 58 დეპუტატი ჰყავს „რესპუბლიკურ პარტიას,“ 31 ფრაქციას „ცარუკიანი,“ 9 დეპუტატი „ელკს“ და 7 „დაშნაკციუთუნს.“ პრემიერ-მინისტრის არჩევას სჭირდება სულ მცირე 53 დეპუტატის მხარდაჭერა. პრემიერის ასარჩევად პარლამენტის სპეციალური სხდომა 1 მაისს გაიმართება. სომხეთის პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს არჩეული ექს-პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, თანამდებობიდან 23 აპრილს გადადგა მისი მმართველობის წინააღმდეგ მრავალათასიანი გამოსვლების შედეგად. საპროტესტო მოძრაობას სათავეში ნიკოლ ფაშინიანი ჩაუდგა.

XS
SM
MD
LG