"სინედოკ-თბილისი 2018" სტარტს იღებს
2 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ "სინედოკ-თბილისის" ორგანიზატორები: არჩილ ხეთაგური, ფესტივალის დირექტორი, მედეა შარიქაძე, ფესტივალის პროდიუსერი და გიგი ჯანაშია, "სინედოკ-იანგის" კოორდინატორი. მათ ილაპარაკეს ფესტივალის ისტორიაზე, წლევანდელ პროგრამასა და ფესტივალის თანმხლებ ღონისძიებებზე. არჩილ ხეთაგურმა აღნიშნა, რომ პირველ ფესტივალზე თუ 30 ფილმი იყო წარმოდგენილი, წელს უკვე 70 ფილმია წარმოდგენილი და გაიზარდა სექციების რაოდენობაც. ფესტივალის დირექტორის თქმით, "სინედოკ-თბილისი" აღმოჩნდა სტიმული ახალგაზრდა კინოდოკუმენტალისტებისთვისაც. მედეა შარიქაძემ ილაპარაკა საფესტივალო ფილმების შერჩევის პრინციპებსა და რეგიონულ ჩვენებების ორგანიზებაზეც. გიგი ჯანაშიამ ახსნა "სინედოკ-იანგის" შესახებ და მოზარდების ჩართულობაზე ფესტივალის მზადებასა და სხვადასხვა ღონისძიების წარმართვაში. წლევანდელ ფესტივალზე სტუმარი ქვეყანა არის რუმინეთი, რომლის საინტერესო პროგრამაზეც "დილის საუბრებში" არჩილ ხეთაგურმა ისაუბრა. მან რამდენიმე ფილმი გამოყო, მათ შორის რუმინელი ავტორის მიერ - აფხაზეთში გადაღებული ფილმი. ფესტივალის მნიშვნელოვანი კომპონენტია "სივილ-პიტჩი", რაც გულისხმობს უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და კინოდოკუმენტალისტების თანამშრომლობის ხელშეწყობას.
ეპიზოდები
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან