Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უარყოფს რუსეთის ბრალდებას მისი სახელმწიფო დროშისადმი უპატივცემულობის შესახებ


აშშ-მა რუსეთს 2 აპრილს მოთხოვა სიეტლში საკონსულოს შენობის დახურვა
აშშ-მა რუსეთს 2 აპრილს მოთხოვა სიეტლში საკონსულოს შენობის დახურვა

რუსეთის საელჩომ ვაშინგტონში აშშ-ის ხელისუფლებას მოთხოვა დროშა დააბრუნოს სიეტლში, რუსეთის გენერალური საკონსულოს შენობაზე, რომელიც აპრილის დასაწყისში დაიხურა. საელჩოს განცხადებით, დროშა ღამით ჩამოხსნეს შენობიდან, რომელიც რუსეთის საკუთრებაა. საელჩოს შეფასებით, აშშ-მა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და მიუღებელი ქმედება ჩაიდინა რუსეთის სახელმწიფო სიმბოლოს მიმართ. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთის საკონსულოს თანამშრომლებს თხოვეს დროშა ჩამოეხსნათ, რაც არ გააკეთეს და სწორედ ამის შემდეგ, დროშა პატივისცემით თავად ჩამოხსნეს საკონსულოს დაცლილი შენობიდან და დაუბრუნეს ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს. რაც შეეხება პრეტენზიას, რომ შენობა რუსეთის საკუთრებაა და დროშა უნდა დააბრუნონ, სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ გენერალური საკონსულოს შენობა აშშ-ის სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე დგას. სიეტლში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა დიდი ბრიტანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, მას შემდეგ, რაც ლონდონმა მოსკოვი დაადანაშაულა ქალაქ სოლსბერიში რუსი მზვერავის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში.

XS
SM
MD
LG