Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში დაიღუპნენ რუსი სამხედრო მფრინავები


რუსული ავიაგამანადგურებელი სუ-30 სირიაში
რუსული ავიაგამანადგურებელი სუ-30 სირიაში

სირიაში ჩამოვარდა რუსული საბრძოლო თვითმფრინავი სუ-30. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა ავიაგამანადგურებლის ორივე პილოტი. სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, თვითმფრინავმა კატასტროფა ხმელთაშუა ზღვის თავზე განიცადა სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ძრავში ფრინველი მოჰყვა. ეს სირიაში რუსული სუ 30-ის კატასტროფის პირველი, ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევაა. მარტის დასაწყისში სირიაში, ჰმეიმიმის სამხედრო აეროდრომზე დაშვებისას კატასტროფა განიცადა ან-26 ტიპის რუსულმა სატრანსპორტო თვითმფრინავმა. დაიღუპა 39 სამხედრო მოსამსახურე. თებერვლის დასაწყისში, სირიის იდლიბის პროვინციაში ჩამოვარდა სუ-25 ტიპის რუსული მოიერიშე თვითმფრინავი.

XS
SM
MD
LG