Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში მსხვერპლი მოჰყვა ბანკზე პოლიციელის შეიარაღებულ თავდასხმას


თავდასხმის ადგილი ერევანში. 2018 წლის 3 მაისი
თავდასხმის ადგილი ერევანში. 2018 წლის 3 მაისი

ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა ერევანში, ბანკ HSBC-ის ფილიალზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. სომხეთის პოლიციის ინფორმაციით, ბანკს თავს დაესხა საგზაო პოლიციაში არსებული, მოძრაობის წესების დარღვევის მონაცემთა დამუშავების ცენტრის უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი დანიელ დანიელიანი. სომხეთის პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დანით, შაშხანით და ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა დაჭრა ბანკის ორი თანამშრომელი, რომელთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, თანხა გაიტაცა და გაქცევა სცადა, თუმცა ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ალყაში მოაქციეს. პოლიციის ცნობითვე, თავდამსხმელმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწია და განიარაღებამდე და დაკავებამდე შეძლო ერთი პოლიციელის დაჭრა.

XS
SM
MD
LG