Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საქართველოს ელჩს შეხვდა


ნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ნიკოლ ფაშინიანი ერევანში შეხვდა საქართველოს ელჩს, გიორგი საგანელიძეს. ფაშინიანის ინფორმაციით, 3 მაისს შეხვედრები გამართა აშშ-ის, ევროკავშირის და რუსეთის ელჩებთანაც. „ელჩებს გავაცანი შიდაპოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად მიღწეული შეთანხმებები. განვიხილეთ ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხებიც“ - დაწერა ფეისბუქზე ნიკოლ ფაშინიანმა. მის კანდიდატურას სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარლამენტი კენჭს 8 მაისს უყრის.

XS
SM
MD
LG