Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზარიფი: ირანი ხელახლა არ მოილაპარაკებს ბირთვულ შეთანხმებაზე


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით, მისი ქვეყანა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან ხელახლა არ დაიწყებს მოლაპარაკებას 2015 წელს მიღწეულ, საეტაპო მნიშვნელობის მქონედ მიჩნეულ ბირთვულ შეთანხმებაზე. "ირანი ხელახლა არ მოილაპარაკებს იმაზე, რაც წლების წინ შეთანხმდა და დაინერგა" - ამბობს ზარიფი იუტუბით გავრცელებულ გამოსვლაში. შეთანხმებას მწვავედ აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ამ შეთანხმების ფარგლებში თეირანი დათანხმდა შეეზღუდა თავისი ბირთვული პროგრამა, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. ტრამპმა ევროპის სახელმწიფოებს 12 მაისი დაუწესა ვადად საიმისოდ, რომ გამოსწორდეს, მისი თქმით, ხელშეკრულების "საშინელი ნაკლები" - წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვაშინგტონს ფაქტობრივად გამოიყვანს ამ შეთახმებიდან, რადგან არ გაახანგრძლივებს აშშ-ის სანქციების მოხსნის ვადას. თავის გამოსვლაში ზარიფი ამბობს, რომ აშშ "სისტემატურად არღვევს ბირთვულ შეთანხმებას, განსაკუთრებით სხვებზე ზეწოლით არ დააბრუნონ ბიზნესები ირანში". პარალელურად, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში 3 მაისს გამოვიდა გაფრთხილებით არ გაუქმდეს ხელშეკრულება, თუკი ის არ იქნება ჩანაცვლებული სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივით. "ოდესმე თუ უკეთესი შეთანხმება გვექნება მის შესაცვლელად, კარგი, მაგრამ სანამ შესაფერისი ალტერნატივა მოგვეპოვება, ის არ უნდა გაუქმდეს" - ამბობს გუტერეში BBC Radio 4-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG