Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი მეამბოხეები დათანხმდნენ რუსეთის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას ჰომსში


სირიელი მეამბოხეები აცხადებენ, რომ დათანხმდნენ რუსეთის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც მათ უნდა დატოვონ ტერიტორია ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქის, ჰომსის სიახლოვეს. ეს ტერიტორია მათთვის ერთ-ერთ ბოლო ანკლავს წარმოადგენს. შეთანხმება 2 მაისს გამოცხადდა, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც იმ ტერიტორიაზე მყოფი მეამბოხეები დანებდნენ. სირიის ოფიციალური პირების განცხადებით, შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიაზე უნდა აღდგეს სახელმწიფო კონტროლი და მეამბოხე მებრძოლებმა მძიმე იარაღი უნდა ჩააბარონ. ეს შეთანხმება აგრძელებს მეამბოხეების მხრიდან კაპიტულაციის პროცესს, შვიდწლიან ომში. წელს უფრო ადრე მთავრობამ დაიბრუნა კონტროლი დამასკის შემოგარენზე და დამასკში მდებარე, უწინ "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტების კონტროლს ქვეშ მყოფ ორ უბანზე. რუსეთის შუამავლობით გაფორმებული სხვა შეთანხმებების მსგავსად, ეს ბოლო გარიგებაც მეამბოხეებს და სამოქალაქო პირებს სთავაზობს ან სირიის მთავრობას გამოუცხადონ ერთგულება, ან გადასახლდნენ თურქეთის საზღვართან ახლოს, იდლიბის პროვინციაში, სადაც მეამბოხეები უკანასკნელ დიდი ზომის ტერიტორიას აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG