Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლების ნაწილი გაიფიცა


ზუგდიდში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილთა თქმით, დღეს დილიდან მხოლოდ ორი მიკროავტობუსი გაემგზავრა ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით, თავად კი მუშაობის გაგრძელებას დროებით არ აპირებენ. მძღოლები ხელისუფლებისგან მოითხოვენ გაკონტროლდეს სატრანსპორტო სფერო, რადგან ქალაქში რამდენიმე არალიცენზირებული მიკროავტოსადგომი ფუნქციონირებს. აქციის მონაწილეების თქმით, ამ პირობებში მათ მუშაობაში ხელი ეშლებათ მგზავრების სიმცირის გამო. ფიქრობენ, რომ ეს შეგნებულად ხდება და „ვიღაცას“ ამ ბიზნესის მონოპოლიზება სურს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ, შესაძლოა, აქ ზუგდიდის მერიის ინტერესებიც იკვეთებოდეს. გაფიცულებისავე განმარტებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თბილისში ფეხით მსვლელობას მოაწყობენ. ზუგდიდის მერიაში კი ამბობენ, რომ საქმე კერძო ბიზნესს ეხება და ამიტომ ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG