Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი და რუსეთი აცხადებენ, რომ რჩებიან ირანთან შეთანხმების მონაწილეებად


სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი

ჩინეთმა იმედგაცრუება გამოხატა აშშ-ის გადაწყვეტილების გამო, დატოვოს ირანთან 2015 წელს მიღწეული შეთანხმება. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთი განაგრძობს შეთანხმების პირობების შესრულებას და დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებს პასუხისმგებლობისა და შორსმჭვრეტელობისკენ. სააგენტო ინტერფაქსის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 9 მაისს დაადასტურა, რომ რუსეთი რჩება შეთანხმების მონაწილედ. 8 მაისს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ტოვებს 2015 წლის შეთანხმებას, რომელმაც ირანს ეკონომიკური სანქციები შეუმსუბუქა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. ტრამპმა ხელშეკრულებას უწოდა თავისი არსით დეფექტური და განაცხადა, რომ ირანი განაგრძობს ბირთვული იარაღის შექმნას. დონალდ ტრამპის ინფორმაციით, უახლოეს ხანში ვაშინგტონი კვლავ აამოქმედებს ეკონომიკურ სანქციებს თეირანის წინააღმდეგ. აშშ-ის გარდა, ირანთან შეთანხმების მონაწილეები არიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ერთობლივი განცხადებით დაადასტურეს ირანთან შეთანხმებისადმი ერთგულება.

XS
SM
MD
LG