Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელმა და პუტინმა დაადასტურეს ირანთან შეთანხმების შენარჩუნების აუცილებლობა


ანგელა მერკელი და ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 2015 წლის 10 მაისი
ანგელა მერკელი და ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 2015 წლის 10 მაისი

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განიხილეს ირანში, სირიასა და უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება. გერმანიის და რუსეთის ლიდერების სატელეფონო საუბარი 11 მაისს გაიმართა. ფედერალური კანცლერის პრესმდივნის, შტეფენ ზაიბერტის ინფორმაციით, ანგელა მერკელმა და ვლადიმირ პუტინმა დაადასტურეს, რომ გერმანიის და რუსეთის მიზანია შეინარჩუნონ ირანთან 2015 წელს მიღწეული შეთანხმება, რომელიც 8 მაისს დატოვა აშშ-მა. ზაიბერტის ცნობითვე, მერკელმა და პუტინმა შეშფოთება გამოთქვეს ახლო აღმოსავლეთში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების გამო და აღნიშნეს, რომ აუცილებელია შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება. გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრეს უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასა და კონფლიქტის მოსაგვარებლად გაეროს მისიის გამოყენების შესაძლებლობაზე. კრემლის ინფორმაციით, მერკელმა პუტინს გააცნო 10 მაისს, უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტებთან, პეტრო პოროშენკოსა და ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შედეგები.

XS
SM
MD
LG