Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთი იძულებითი შრომის აღმოფხვრას ცდილობს


უზბეკეთის მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიზანი ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში იძულებითი შრომის სრულად აღმოფხვრის მცდელობაა. უზბეკეთი ბამბის ექსპორტის მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია. ბამბის მოსაკრეფად ხდება ხოლმე სტუდენტების, სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელთა მობილიზაცია მინდორში სამუშაოდ. უზბეკეთმა 2015 წელს, საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ შეწყვიტა არასრულწლოვანთა ამ მიზნით გამოყენება. ახალი განკარგულებით კი, სახელმწიფოს ეკრძალება საჯარო სექტორის თანამშრომლების, ასევე მასწავლებლების და ექიმების და საჯარო სკოლების მოსწავლეების იძულებითი ჩართვა ქუჩების დასუფთვებასა და ბამბის მოკრეფაში, რაც აქამდე უზბეკეთში გავრცელებული პრაქტიკა იყო.

XS
SM
MD
LG