Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის საქმის განხილვა გადაიდო


მოსკოვის სასამართლომ დღეს დაიწყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ აღძრული საქმის განხილვა, თუმცა მალევე გადადო ის 15 მაისისთვის, რამაც ნავალნის ირონიული კომენტარები გამოიწვია. ნავალნი 5 მაისს, მოსკოვში ჩატარებულ დემონსტრაციაზე დააკავეს. დემონსტრანტები პუტინის ახალი ვადით ინაუგურაციას აპროტესტებდნენ. ნავალნის 45 დღით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება საჯარო შეკრების რეგულაციების დარღვევისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო. ნავალნიმ ჟურნალსიტებს უთხრა, რომ „ის, რაც სასამართლოში ხდება, სამართლისგან ძალიან შორს დგას“.

XS
SM
MD
LG