Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის გენერალი: თალიბანი ავღანეთში „სამხედრო გამარჯვებას ვერ მიაღწევს“


აშშ-ის სამეთურო შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჯოზეფ ვოუტელმა განაცხადა, რომ თალიბანი ავღანეთში სამხედრო გამარჯვებას ვერ მიაღწევს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს იმატა მებრძოლთა მიერ განხორციელებულმა იერიშებმა. მან ამის შესახებ ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში ილაპარაკა. ვოუტელმა მოუწოდა თალიბანს, რომ გამოიყენოს „ძალიან დიდსულოვანი შეთავაზება“, რომელიც ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისგან მოდის. აშრაფ ღანიმ თალიბანს შესთავაზა უპირობო სამშვიდობო მოლაპარაკებები, თალიბანის პოლიტიკურ პარტიად ცნობა და ზოგი პატიმრის გათავისუფლება. ნატო ასევე აცხადებს, რომ მზადაა ქაბულსა და თალიბანს შორის მოლაპარაკებებისთვის ამ ქვეყანაში საერთშორისო თანამეგობრობის მომავალი როლის განხილვის შესახებ.

XS
SM
MD
LG