Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი აცხადებს, რომ მზადაა სომხეთთან მოლაპარაკებებისთვის


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა განიხილოს სომხეთის ახლადარჩეული ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის შეთავაზება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების და დაძაბულობის შემცირების შესახებ. ბინალი ილდირიმმა ჟურნალისტებს უთხრა, თუ სომხეთი მზადაა შეწყვიტოს მტრული დამოკიდებულება, ჩვენც შესაბამის პასუხს გავცემთო. „ჯერ ვნახოთ“ - თქვა ილდირიმმა - „ჩვენ გვინდა გავზაროთ მეგობრების რიცხვი და შევამციროთ მტრების რაოდენობა. ჩვენ არავისთნ გვსურს მტრობა, მით უფრო ჩვენს მეზობლებთან“. თურქეთსა და სომხეთს ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვთ, ორ ქვეყანას შორის საზღვარი ჩაკეტილია და მას სომხეთის მხრიდან რუსი სამხედროები იცავენ.

XS
SM
MD
LG