Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ემნესტი ინტერნეიშენალი“: კიევში პოლიციას არ უცდია ლგბტ თემის ღონისძიებაზე თავდასხმის აღკვეთა


უკრაინის ულტრამემარჯვენე დაჯგუფებამ კიევში, 10 მაისს დაარბია ლგბტ თემის ორგანიზებული ღონისძიება და პოლიციამ არაფერი გააკეთა ამის შესაჩერებად - ნათქვამია „ემნესტი ინტერნეიშენალის“ 11 მაისის განცხადებაში. საჯარაო ღონისძიება კერძო დაწესებულებაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ოცამდე ულტრამემარჯვენემ შეკრებილებს ღონისძიების ჩატარების საშუალება არ მისცა. მათ შეუერთდა დაწესებულების ერთ-ერთი მფლობელი, რომელმაც ორგნიზატორებს ღონისძიების გაუქმება და იქაურობას დატოვება მოსთხოვა. „ემნესტი ინტერნეიშენალის“ ცნობით მოვლენებს 5 პოლიციელი ესწრებოდა, რომლებმაც ჩარევაზე უარი განაცხადეს. „ემნესტის“ ცნობით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ულტრამემარჯვენეებმა უკრაინაში ლგბტ თემის წარმომადგენლებზე, მემარცხენე აქტივისტებზე და ქალების უფლებების დამცველებზე 30-მდე თავდასხმა განახორციელეს.

XS
SM
MD
LG