Accessibility links

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ჩავიდა


ჯავად ზარიფი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი 15 მაისს ჩავიდა ბრიუსელში, რაც წარმოადგენს ბოლო გაჩერებას მისი გლობალური ტურნეს ფარგლებში - რომლის მიზანია მხარდაჭერის მოპოვება 2015 წელს მიღწეულ, საეტაპო მნიშვნელობის ბირთვული შეთანხმებისთვის, მას შემდეგ, რაც ამ შეთანხმებას ვაშინგტონი გამოეთიშა. ირანის და აშშ-ის გარდა, ხელშეკრულების ხელმომწერებს შორის იყვნენ რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია, ხელშეკრულება ითვალისწინებდა ირანისთვის სანქციების მოხსნას მისი ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ. 15 მაისს მოჰამად ჯავად ზარიფი ხვდება ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს, ფედერიკა მოგერინის და ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელშეკრულებას 8 მაისს გამოეთიშა - განაცხადა, რომ ირანმა შეთანხმების "სულისკვეთება" დაარღვია ახლო აღმოსავლეთში ექსტრემისტების დაფინანსებით და ბალისტიკური რაკეტების გამოცდით. ირანი უარყოფს ექსტრემისტების დაფინანსების ბრალდებას და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება. 15 მაისს უფრო ადრე ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ ტელეფონით ისაუბრეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა - აცხადებს კრემლი.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG