Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლგბტ აქტივისტებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს 112-ის შენობასთან


„გადადგეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, კომიტეტმა კი თანაბრად დაიცვას ადამიანის უფლებები“, - მოითხოვეს ლგბტ თემის აქტივისტებმა 17 მაისს,112-ის შენობასთან გამართულ პარტიზანულ აქციაზე დაცისარტყელას ფერებში შვიდფეროვანი კვამლიც გაუშვეს.

მთელი დღის განმავლობაში, აქტივისტებმა სხვადასხვა მოთხოვნით აქციები გამართეს ვაკის პარკში, შსს-სთან, განათლების, იუსტიციის, ჯანდაცვის სამინისტროებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის შენობასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG