Accessibility links

პოლიციელებმა "ბასიანის" დამფუძნებელი დაკითხეს


სპეცრაზმელები "ბასიანთან." 2018 წლის 12 მაისი

პოლიციაში დაკითხეს კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია. მან რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ 17 მაისს, ორ საათზე მეტხანს იმყოფებოდა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, სადაც საკმაოდ ზოგადი შეკითხვები დაუსვეს. „ჩემი პირადი აზრით, ბევრი არასაჭირო და პროვოკაციული კითხვა ალბათ, ერთ-ერთი მექანიზმია სამინისტროსი, განხორციელდეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ მოვწყდეთ საკუთარ საქმეებს და უბრალოდ დავკარგოთ დრო” - განაცხადა ტატო გეთიამ. ის „ბასიანის“ დამფუძნებლებიდან პირველია, ვინც თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიბარეს. 16 მაისს, სამმართველოში დაკითხეს „კაფე გალერის“ დამფუძნებელი ალექსანდრე ანთაძე. 12 მაისს ღამით, შეიარაღებული სპეცრაზმელები შევიდნენ კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში.“ ამას წინ უძღოდა ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებული 8 პირის დაკავება თბილისის სხვადასხვა ადგილას. 12 მაისის ღამის მოვლენებს მოჰყვა ორდღიანი აქცია: „ჩემი თავისუფლებისთვის,“ რომლის მონაწილეები აპროტესტებდნენ პოლიციის მხრიდან ძალადობას და რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG