Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდა კლუბ "ბასიანში" 12 მაისის ღამეს


ტატო გეთია კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ჩვენთან საუბრისას ის იხსენებს, რა მოხდა 12 მაისის ღამეს, როდესაც კლუბებში "ბასიანი" და "კაფე გალერი" სპეცდანიშნულების რაზმები შევიდნენ. ტატო გეთიას 17 მაისს ორი საათის განმავლობაში კითხავდნენ სამართალდამცველებიც. ის „ბასიანის“ დამფუძნებლებიდან პირველია, ვინც თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიბარეს.

16 მაისს, სამმართველოში დაკითხეს „კაფე გალერის“ დამფუძნებელი ალექსანდრე ანთაძე. 12 მაისს ღამით, შეიარაღებული სპეცრაზმელები შევიდნენ კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში.“ ამას წინ უძღოდა ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებული 8 პირის დაკავება თბილისის სხვადასხვა ადგილას. 12 მაისის ღამის მოვლენებს მოჰყვა ორდღიანი აქცია: „ჩემი თავისუფლებისთვის,“ რომლის მონაწილეები აპროტესტებდნენ პოლიციის მხრიდან ძალადობას და რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას.​

  • 16x9 Image

    სოფიკო ვასაძე

    სოფიკო ვასაძე რადიო თავისუფლების აღმასრულებელი პროდიუსერი 2021 წლიდან.

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG