Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა გააუქმა კიმ ჩენ ინთან 12 ივნისისთვის დანიშნული შეხვედრა


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრა, რომელიც 12 ივნისს, სინგაპურში უნდ გამართულიყო. თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა კიმ ჩენ ინისადმი დონალდ ტრამპის წერილი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ შეხვედრა ძალიან სურდა, თუმცა, ჩრდილოეთ კორეის ბოლოდროინდელ განცხადებებში გამოხატული სიძულვილის და აშკარა მტრობის გამო, შეუძლებლად მიიჩნევს დაგეგმილი შეხვედრის გამართვას. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სხვა დროს შეხვდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG