Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეწვევა ლიეტუვის პრეზიდენტი


დალია გრიბაუსკაიტე
დალია გრიბაუსკაიტე

დღეს იწყება საქართველოში ლიეტუვის პრეზიდენტის, დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტი. დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილი და დალია გრიბაუსკაიტე ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. ლიეტუვის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსაც. 26 მაისს, დალია გრიბაუსკაიტე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმში.

ქართულ ენაში ლიტვის ნაცვლად მისი ავთენტური დასახელება, ლიეტუვა 24 მაისიდან დამკვიდრდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით. ეს საპასუხო, მეგობრულ ჟესტია. 3 მაისიდან ლიტვურ ენაში საქართველოს სახელწოდება Sakartvelo-ა. მანამდე ლიტველები საქართველოს „გრუზიას“ უწოდებდნენ. ლიეტუვამ საქართველოს ავთენტური დასახელების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG