26 მაისი თბილისში
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავი და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მოქალაქეებს და შეიარაღებულ ძალებს თავისუფლების მოედნიდან მიულოცეს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. მათი გამოსვლების შემდეგ შესრულდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება.“ საქართველოს და მის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე და პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლსითავი თავისუფლების მოედნიდან მიულოცეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა, ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ, სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ, და ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"