Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის მეტროდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა


კიევის მეტროს ხუთი სადგური დაიხურა მას შემდეგ, რაც უცნობმა მამაკაცმა საგანგებო სამსახურს აცნობა ამ სადგურებში მოსალოდნელი აფეთქებების შესახებ. კიევის პოლიციის ინფორმაციით, მგზავრების და მეტროს თანამშრომელთა ევაკუაციის შემდეგ, გამნაღმველებმა დაიწყეს ტერიტორიის შემოწმება.

დღეს საღამოს, კიევის სტადიონზე გაიმართება უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა „ლივერპულის“ და მადრიდის „რეალის“ მონაწილეობით.

XS
SM
MD
LG