რას შეცვლის ბრალდებული მოწმის სიტყვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაში
28 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის ხუთი საათი გაგრძელდა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი, რომელზეც დაიკითხა ერთ-ერთი მთავარი მოწმე, მკვლელობაში ბრალდებული. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებდა. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მან სასამართლოს დეტალურად მიაწოდა ყველა ინფორმაცია, რაც ადასტურებს, რომ მომხდარში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, რომელთაც პროკურატურა ხელს აფარებს. ბრალდებულის ადვოკატმა კითხვაზე, დაადასტურა თუ არა მან პროკურატურის ყოფილ მაღალჩინისანთან, მირზა სუბელიანთან, შეხვედრა და მოზარდების გადამალვაში მისი ჩართულობა, ადვოკატმა მედიასთან განაცხადა, რომ მოწმის ჩვენებით ეს ყველაფერი დადასტურდა. პროკურატურა აცხადებს, რომ არასრულწლოვანმა ბრალდებულმა სასამართლოს არარეალური ფაქტების შემცველი ჩვენება მისცა, ხოლო მოკლული დავით სალარიძის მამა, ზაზა სალარიძე, ამბობს, რომ მისთვის მოსმენილი ფაქტები აქამდეც ცნობილი იყო და იმედი აქვს, მოწმის ჩვენება საქმის მიმართულებას შეცვლის და ყველა დამნაშავე დაისჯება.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 10, 2026შეხვედრა ოთხ-ნახევარწლიანი განშორების შემდეგ
-
ნოემბერი 03, 2026რა ელის „ექსპო ჯორჯიას“ - შენარჩუნება თუ გარდაქმნა?
-
ოქტომბერი 31, 2026შვილი: ნიკა ხაჩიძე
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე