Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ დაადასტურა მედიით გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განმარტება მე-12 არხის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერის შესახებ, რომელიც ასახავს პოლიციის თანამშრომლების მიერ ქუთაისის საპყრობილეში მყოფი ბრალდებულისგან დნმ-ის ნიმუშის იძულებით აღებას. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა უარი თქვა გამოძიებისთვის აუცილებელი დნმ-ის ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე, რის გამოც პროკურორმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, გამოეცა განჩინება ნიმუშის იძულებით აღების მიზნით. შსს-ს ცნობითვე, სამართალდამცავებმა ბრალდებულისგან დნმ-ის(ოფლისა და ნერწყვის) ნიმუში სასამართლოს განჩინებით, იძულებით აიღეს 2018 წლის 17 მაისს და გამოიყენეს მოსამართლის განჩინებით ნებადართული იძულების ზომა, რაც აუცილებელი იყო ბრალდებულის წინააღმდეგობის დასაძლევად. სამინისტროს განცხადებითვე, „საპროცესო მოქმედების მიმდინარეობა საგამოძიებო ორგანოს მიერ დაფიქსირებული იქნა ვიდეოსაშუალებით, რომლის ჩანაწერიც მტკიცებულების სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და კანონის მოთხოვნათა დაცვით გამომძიებლის მიერ გადაეცა ბრალდებულის ადვოკატს.” შსს-ს ინფორმაციით, პირი, რომლის მიმართაც იძულებითი ზომა გამოიყენეს, ბრალდებულია ყაჩაღობასა და ნარკოტიკის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში.

XS
SM
MD
LG